ხვალ, 24 თებერვალს, 16:00 საათზე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება ცნობილი ქართველი მწერლის, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ბესიკ ხარანაულის ახალი წიგნის პრეზენტაცია.
"სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი, ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა" - ასე ეწოდება რომანს, რომელიც იგავური მანერით მოთხრობილი ამბების ერთობლიობას წარმოადგენს და მარადიულ ღირებულებებს არქაულისა და თანადროულის ურთიერთკავშირში განიხილავს.
წიგნი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა. დაიბეჭდა გამომცემლობა "სეზანში".
წიგნის პრეზენტაციაზე მოწვეულები იქნებიან ავტორის კოლეგები, ცნობილი მწერლები, ლიტერატორები და კრიტიკოსები, რომლებიც საჩუქრად მიიღებენ ახალ გამოცემას.
წლის განმავლობაში კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს ყველა ბიბლიოთეკას აღნიშნული წიგნი უფასოდ გადაეცემა