პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური ძლიერი ქარის გამო დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. "მინდა მივუსამძიმრო სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს", - განაცხადა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხოდმაზე.
მისი განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით ქარის სიმძლავრე გუშინ 32 მეტრ წამს შეადგენდა, რაც სტიქიას გრიგალის კვალიფიკაციას აძლევს.
ამასთან, მხოლოდ თბილისში ქარმა სახურავი 150-მდე შენობას ახადა. აღსანიშნავია რომ აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისებთან კომენტარი გააკეთა რეიგონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა.
მისი თქმით, სტიქიამ დედაქალაქის გარდა განსაკუთრებით ოთხი რეიგონის - ქვემო და შიდა ქართლის, კახეთისა და მცხეთა მთიანეთის რამდენიმე რაიონი დააზიანა.
"ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს, რომ ზიანის ანაზღაურება ოპერატიულად მოხდეს. რაიონების გამგეობა სამუშაოებს თავად უმკლავნდება და ამეტაპზე ცენტრალური ხელისუფლების დახმარებას არ სჭიროებს.