დღეს,7 მაისს, 14:00 საათზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო შეხვედრებს დუშეთის მუნიციპალიტეტში გამართავს.
ფინანსთა მინისტრი დაათვალიერებს რეგიონის მუნიციპალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გაეცნობა რეგიონში არსებულ პრობლემებს.
გაიმართება შეხვედრები დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელებთან.
მასალის გამოყენების პირობები