დღეს, 6 მაისს, აჭარის რევოლუციიდან 9 წელი შესრულდა. 2004 წლის 6 მაისს საზოგადოების საპროტესტო მასობრივი გამოსვლების ფონზე აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე გადადგა.
აბაშიძე მოსკოვში 6 მაისს გამთენიისას რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან იგორ ივანოვთან ერთად გაფრინდა. აბაშიძესთან ერთად აჭარა მისმა ვაჟმა, ბათუმის მერმა გიორგი აბაშიძემ და აჭარის უშიშროების მინისტრმა სოსო გოგიტიძემ დატოვეს.
აჭარაში მოვლენები მას შემდეგ დაიძაბა, რაც აბაშიძის ბრძანებით ქაქუთის და ჩოლოქის ხიდები ააფეთქეს და რეგიონი დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციაში მოაქციეს.
2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აჭარის რევოლუციის წლისთავი პირველად, არ აღინიშნება განსაკუთრებული ღონისძიებებით.