საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში იმყოფებოდა.
პრემიერის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად "ლელობურთს" დაესწრო. "ლელო" სოფელ შუხუთში ტრადიციულად ყოველ აღდგომას იმართება. წელს სამწლიანი პაუზის შემდეგ გამარჯვებული ქვემო შუხუთის გუნდი გახდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "ლელობურთის" დაწყებამდე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეკრებილ მოსახლეობასაც მიმართა და მთავრობის უკვე შესრულებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.