დღეს, 6 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ესტუმრება.
საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში სამხრეთ კავკასიის ფორუმს დაესწრება.
დიასპორის საკითხებში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის პირველი საერთაშორისო ფორუმი ბაქოში 6-დან 8 მაისის ჩათვლით ჩატარდება.
ფორუმს 60 ქვეყნის წარმომადგენელი სხვადასხვა სახელმწიფოების ყოფილი ლიდერები, ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები დაესწრებიან.