გალაკტიონის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა სანაპიროზე ამობრუნდა. ავტომანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა და ორივე დაშავდა. მძღოლს თავის არეში ღია ჭრილობა აღენიშნება.
დაშავებულები ავტომანქანიდან მაშველებმა ამოიყვანეს. მას პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.