დღეს, 23 თებერვალს, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, პენსიონერების მიმართვას გადასცემს.
ბაღათურიამ პარტიის ყრილობაზე, 23 იანვარს 1157-მა პენსიონერმა ხელმოწერით დაადასტურა ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერა. ბაღათურია პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას და სოციალურად დაუცველი ადამიანების სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას ითხოვს.
ბაღათურია მიმართვას პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტსაც გადასცემს და სთხოვს, მისი ასლი ყველა დეპუტატს გადაუგზავნოს.
"დეპუტატებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ინიციატივების ჩაგდების შემთხვევაში, 2 მილიონი ადამიანის ნების წინააღდეგ მიდიან", - განაცხადა ბაღათურიამ.