თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა გოგინაშვილსა და ლევან ლოლიაშვილს საბოლოო განაჩენი გამოუტანა. შალვა გოგინაშვილს 15 წლით, ლოლიაშვილს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
გოგინაშვილს პოლიციელის მკვლელობის მცდელობასა და წინააღმდეგობის გაწევაში ედება ბრალი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ედება ბრალად ლოლიაშვილსაც.
2009 წლის 28 მაისს, ოპოზიციის მიტინგების პერიოდში, თბილისში, ფურცელაძის ქუჩაზე მოხდა ინციდენტი, რომლის დროსაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები.