ხვალ, 23 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ციხის ბუნტში ბრალდებულ ქალთა სასამართლო პროცესი განახლდება. ხვალინდელ პროცესზე სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოქვეყნება იგეგმება. პირველი ინსტანციის სასამართლო ამ დროისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ყველა ეტაპი განვლო, მათ შორის, მხარეთა კამათის სტადიაც და სასამართლო გადაწყვეტილებისთვის მზადაა.
ბრალდების მხარე დარჩენილი 25 განსასჯელისათვის თავისუფლების მაქსიმუმ 15 და მინიმუმ 4 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. პროკურატურამ 13 პატიმარ ქალთან, რომელთა საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო, საპროცესო შეთანხმება უკვე გააფორმა. ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და მოინანიეს.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა № 5 დაწესებულებაში ქალთა ციხის ბუნტი 19 აპრილს მოხდა, რის გამოც პასუხისგებაში 38 ქალი პატიმარი მიეცა. ხვალინდელ სასამართლო პროცესზე სასამართლო გადაწყვეტილებას მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე წარმოადგენს.