იმერეთის მრავალპროფილურ ეროვნულ სამედიცინო ცენტრში 2 - 3 მაისს პედიატრიული და რეანიმაციული სამსახურების ხარისხის გაუმჯობესების და მხარდაჭერის მიზნით ტარდება კონფერენცია.
როგორც სააგენტოებს ეროვნული სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კონფერენციას მეიოს კლინიკის ექიმები ჩაატარებენ და დაესწრებიან ქუთაისის პედიატრები და ბავშვთა რეანიმატოლოგები. იმერეთის ეროვნული ცენტრი ცნობილია, როგორც მრავალსერვისული კლინიკა მთელს საქართველოში, სადაც იმერეთის მოსახლეობა გამოცდილი სპეციალისტებისგან ღებულობს სრულ სამედიცინო მომსახურებას.
მეიოს კლინიკის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი საქართველოში ახალი სამედიცინო სასწავლო პროგრამის შეთავაზებაა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია 5 ლექცია და პრაქტიკული ტრეინინგები.