თელავის რაიონის მოსახლეობისთვის 2013 წლის 29 მარტიდან ხელმისაწვდომი გახდა მაღალხარისხიანი ჰოსპიტალური, ამბულატორიული და პრე-ჰოსპიტალური სერვისები. დღევანდელი მონაცემებით საავადმყოფო მოემსახურა 1500-მდე პაციენტს და ჩატარდა 83 ოპერაცია.
კახეთის მოსახლეობას, მაღალკვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებულ საავადმყოფოში, საშუალება აქვს მიიღოს მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება ადგილობრივ და თბილისიდან მოწვეული სპეციალისტებისგან.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოს შესაქმენლად 8 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აღჭურვილია 2012-2013 წლის უახლესი აპარატურით და სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.