23 თებერვალს, 09:30 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ორგანიზებით ოფიციალურად გაიხსნება ორდღიანი ტრენინგ-სემინარი "რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა საქმეთა წარმოება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში".
სპეციალურად ტრენინგისთვის საქართველოში დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდნენ "ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ექსპერტები ჯოანა ევანსი და ჯემაიმა სტრატფორდი.
საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები ტრენინგის მონაწილეთათვის მოხსენებებს გააკეთებენ ევროსასამართლოში გაგზავნილ საქმეებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საკუთრების უფლების მიმდინარე დარღვევები, იურისდიქციის საკითხები, დისკრიმინაცია და ეთნიკური წმენდა, ევროსასამართლოში საქმეების წარმოება განაცხადის წარდგენის შემდგომ ეტაპზე, დაცვის ადგილობრივ საშუალებათა ამოწურვა და ა.შ..
ტრენინგში მონაწილეობენ ადვოკატები, რომლებიც ევროსასამართლოში აწარმოებენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საქმეებს. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, ტრენინგის მონაწილეებსა და ექსპერტებს გააცნონ მათ მიერ ევროსასამართლოში გაგზავნილი საქმეების წარმოებასთან დაკავშირებული სპეციფიკა და პრობლემები, მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები.
შეხვედრა ხორციელდება პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი". პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან "ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი" და "ინტერაითსი" (დიდი ბრიტანეთი); რეგიონალური პარტნიორები _ "ბარა" (სომხეთი) და "სამართლებრივი განათლების საზოგადოება" (აზერბაიჯანი). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF ღE ფონდის მიერ.