სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილი გლდანის № 8 დაწესებულების ბიბლიოთეკაში მსჯავრდებულების ნამუშევართა შეკრების ბოლო ეტაპს დაესწრო და რამდენიმე ნაწარმოებსაც გაეცნო.
ლიტერატურულ კონკურსში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიულ ინიციატივათა ცენტრმა" გამოაცხადა, მონაწილეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფმა 60-მა მსჯავრდებულმა მიიღო.
მათ ნამუშევრებს შემფასებელთა საბჭო განიხილავს, საუკეთესოები კი წიგნად გამოიცემა.
მაკასარაშვილის თქმით, პროექტის განხორციელებით, უწყებაში კიდევ ერთ კარგ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიულ ინიციატივათა ცენტრის" ხელმძღვანელმა ნიკა ჩხარტიშვილმა სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მომავალში, შესაძლებელია, საზოგადოებამ მსგავსი პროექტები კიდევ იხილოს.
მსჯავრდებულთა ლექსებისა და მოთხრობების კრებულის პრეზენტაცია მარტის ბოლოსაა დაგეგმილი.