"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათელაშვილმა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ "ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ არჩევნებში თავის სატელიტ პარტიებთან ერთად მარტო უნდა დატოვოს.
კითხვაზე შესაძლებელია თუ არა, რომ ოპოზიცია ერთინ კანდიდატზე შეჩერდეს, ნათელაშვილი პასუხობს, რომ "ლეიბორისტები" პრაიმერის და საარჩევნო ნიუანსების საქმის კურსში არ არიან და შესაბამისად ვერც კომენტარს გააკეთებენ.'