მინერალური წყლების - ბორჯომისა და ლიკანის, ასევე ლიმონათის ფალსიფიცირების ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი მეწარმე დააკავეს.
დაბა აგარას მაცხოვრებლებს ალექსანდრე გიგოლაშვილსა და ზურაბ ადამაშვილს კუსტარული საწარმოები საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჰქონდათ მოწყობილი.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ფალსიფიცირებული პროდუქცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში იყო.
საამქროები დალუქულია, სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია კი ამოღებული.