რუსთავის გზატკეცილზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა 26 წლის რობერტ კალაშოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, პაატა საცერაძე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, საცერაძის მიერ კალაშოვის მკვლელობა ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
პაატა საცერაძემ კალაშოვს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრა მისი ბიძაშვილი თემურ კალაშოვიც, რომლის მდგომარეობაც ამჟამად სტაბილურია.
აღსანიშნავია, საცერაძესთან ერთად სამართალდამცველებმა საქმეში მონაწილე კიდევ ორი პირი - ზაზა და ზურა კაპანაძეები დააკავეს, რომლებსაც ხულიგნობის მუხლით გაასამართლებენ. რაც შეეხება თავად მკვლელობაში ეჭვმიტანილს, მას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლებენ და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება.