ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევების შედეგად აღმოჩნა, რომ ნებისმიერი რეაქცია სტრესულ მდომარეობაზე გადამდებია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ცხოვრების მნიშვნელოვანი შეცვლა ხდება. ეს ეხება როგორც დადებით და უარყოფით რეაქციას.
კვლევაში მონაწილეობას იღებდა კოლეჯის საერთო საცხოვრებელში ერთმანეთის გვერდით ოთახებში მცხოვრებ პირველ კურსელთა 103 წყვილი.
სპეციალისტები სწავლობდნენ "კოგნიტიური დაუცველობის" მაჩვენებელს როცა ნეგატიური მოვლენები არასრულფასოვნებას ასახავს ,რასაც გაცილებით საშიშ შედეგამდე მივყავართ. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა,რომ ისინი ვინც მაღალი კოგნიტიური დაუცველობით გამოირჩევიან მათში დეპრესიის განვითარების რისკი მაღალია.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ხანგრძლივი კონტაქტი ადამიანებთანб რომლებიც უარყოფით ემოციას გამოხატავენ, მეორე ადამიანში ზრდის კოგნიტიურ დაუცველობის მაჩვენებელს და შესაბამისად იზრდება დეპრესიის განვითარების რისკი. ამ დრომდე ითვლებოდა,რომ ზრდასრულებში კოგნიტიური დაუცველობა არსებითად არ იცვლება.
მასალის გამოყენების პირობები