8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით უცვლელი დარჩა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება კვლავ 2.7005 ლარს შეადგენს.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.03 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1458 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.44 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5973 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.35 თეთრი შეადგინა.