კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხანმოკლე სტრესი სასიკეთო გავლენას ახდენს თავის ტვინზე. მაღლდება ყურადღების კონცენტრაсია და მნიშვნელოვნად უმჯობესდება კოგნიტური შესაძლებლობა.
ასეთ დასკვნამდე მეცნიერები მღრნელებზე დაკვირვების შემდეგ მივიდნენ. კვლევების დროს მეცნიერები მღრნელებს ძლიერი სტრესის ქვეშ ამყოფებდნენ. როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ვირთხებს განუვითარდათ ორჯერ მეტი ღეროვანი უჯრედები, რომლებიც შემდეგ ახალ ნეირონებად გარდაიქმნენ. მეცნიერებმა ორი კვირის შემდეგ ჩაატარებული ტესტებით აღმოაჩინეს, რომ ვირთხები დიდ საზრიანობას და აზროვნებით აქტივობას ავლენდნენ, ხოლო ვირთხების მეხსიერება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
"ყველა მიეჩვია, რომ სტრესი უარყოფით ასპექტში განიხილება, მაგრამ ეს ასე არ არის. ხანმოკლე სტრესული სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს, რადგან ის გვაიძულებს შევინარჩუნოთ სიმხნევე და ვიყოთ ფხიზლად", - საუბრობს კვლევების ავტორი დანიელა კაუფერი.
ექსპერტების აზრით, სწორედ სტრესი ეხმარება ბუნებრივ გარემოში მცხოვრებ ცხოველებს მოახდინონ ახალ გარემოსთან ადაპტირება. ხანმოკლე სტრესი ხელს უწყობს თავის ტვინის მდგომარეობის გაუმჯობესებას და სასარგებლოდ მოქმედებს ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ამასთან ქრონიკული სტრესი აფერხებს ახალი ნეირონების წარმოქმნას, აზიანებს მეხსიერებას. გარდა ამისა,ზოგიერთი სერიოზული დაავადებების განვითარების რისკი იზრდება.
მასალის გამოყენების პირობები