ოკუპირებულ აფხაზეთში 145 სირიელი ე.წ. რეპატრიანტი ჩავიდა. ისინი სოხუმში მდებარე სასტუმრო "აინარში" განათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
სოხუმში ჩასულ სირიელებს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა დახვდა.
თვითმფრინავი, რომელმაც სირიელები აფხაზეთში ჩაიყვანა ბეირუთიდან სოჭში ჩაფრინდა. იქ მათ აფხაზეთის ე.წ. მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა დახვდა.
ე.წ. რეპატრიანტები აფხაზეთში სოჭიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს.