მიმდინარე წლის ივნისში, აფხაზეთში დისლოცირებული რუსი სამხედროები, 40 ახალ ჯავშანმანქანას მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჯავშანმანქანები რომლებიც აფხაზეთში გაიგზავნება ნამსხვრევებისგან დაცვის გაძლიერებული მოწყობილობებითა და კონდენციონერებით არიან აღჭურვილნი.
აღნიშნული შეკვეთა აფხაზეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზისათვის "გოსობორონზაკაზის" ფარგლებში ხორციელდება.