"აფხაზებს თავისი ენა აქვთ, ხოლო სახელმწიფო კი უფრო ძველი ვიდრე ქართველებს", _ აცხადებს "კომერსანტთან" საუბარში აფხაზეთის ე.წ. ელჩი ვენესუელაში ზაურ გვაჯავა და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ვენესუელის მხრიდან არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
"მათ ხომ კარგად ესმით, რომ ეს რაღაც დათმობა კი არ არის მათი მხრიდან, მათ ესმით, რომ აფხაზებს თავისი ენა აქვთ, ხოლო სახელმწიფო კი უფრო ძველი ვიდრე ქართველებს.
ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ასევე მუშაობენ ჩვენი მოწინააღმდეგეები. აფხაზეთი პატარა სახელმწიფოა და მას კი აშშ და ევროკავშირი ერჩის. ხდებოდა, რომ საქმე გამოგვდიოდა, მაგრამ უცბად ჩვენ გვასწრებდნენ", _ აცხადებს გვაჯავა.
მისივე თქმით, სეპარატისტებს სხვა ქვეყნების მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების იმედი არ დაუკარგავთ და ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ.
"ჩვენ კუბასთან დავიწყეთ მუშაობა. ადრე კუბას რუსეთთანაც არ ჰქონდა მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა, მაგრამ პრემიერ მედვედევის ვიზიტის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა კუბას ვალები აპატია და რუსული ვერტმფრენების შესყიდვისათვის კრედიტიც მისცა.
ასევე იმედი გვაქვს, ეკვადორის მხრიდან აღიარებისა. ამასთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ მანამ ვიდრე ჩვენ ეკვადორს მივმართეთ იქ ქართველები იყვნენ. მსგავსი რამ მოხდა დომინიკანის რესპუბლიკასთან დაკავშირებით", _ აცხადებს ე.წ. ელჩი.