ცხინვალის რეგიონში რუსეთის ვიცე-პრემიერი, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში ალექსანდრე ხლოპონინი ჩავიდა. ის თავმჯდომარეობს რუსულ დელეგაციას, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩავიდა ე.წ. მთავრობათაშორისი კომისიის მეშვიდე პლენარული სხდომის ჩასატარებლად. სხდომა დღეს ცხინვალში უნდა გაიმართოს.
ალექსანდრე ხლოპონინი ოს სეპარატისტთა ლიდერს ლეონიდ თიბილოვს უკვე შეხვდა.
"სხდომის მუშაობის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ოქმს მოეწერება ხელი და ასევე გაფორმდება საბაჟო შეთანხმება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის", _ იუწყება ოსური მედია.