ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის საუღელტეხილო მონაკვეთზე არსებულ გვირაბში ხანძრის შედეგად დაზიანებული მიმდებარე ტერიტორიისა და გვირაბის კედლების გაწმენდა-ჩამორეცხვა; დაზიანებული კომუნიკაციების დემონტაჟი და ტერიტორიიდან გატანა დასრულდა. ასევე, განხორციელდა ელექტროკომუნიკაციებისა და სავენტილაციო სისტემის ტესტირება. განათების სისტემაზე გამოვლენილი დაზიანებების სრულფასოვნად აღმოფხვრის მიზნით, აღდგენითი სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და უმოკლეს დროში დასრულდება, თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის გვირაბში ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, გორის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება შეუფერხებლად, ორივე გვირაბის გავლით.
მასალის გამოყენების პირობები