აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ მასალების შეგროვების განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ მასალების შეგროვება, მან ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ე.წ. სამმართველოს თანამშრომლებს დაავალა.
"ტაძრების რესტავრაციის საკითხებით გეგმაზომიერად დავკავდებით", _ განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.