აფხაზი სეპარატისტები "ხელს უწყობენ" გალის რაიონის მოსახლეობას იმაში, რომ მათ "ჰქონდეთ საშუალება" გამარტივებული წესით "აღადგინონ თავიანთი ისტორიული გვარები და ეროვნული კუთვნილება". სეპარატისტები შესაბამის კანონშო ე.წ. შესწორების მიღებასაც აპირებენ.
სეპარატისტების აღნიშნული "ზრუნვა" აფხაზეთის გალის რაიონის მოსახლეობაზე დღევანდელ თათბირზე გახდა ცნობილი, რომელიც აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმა ოთარ ხეციამ გალის რაიონის მცხოვრებლების პასპორტიზაციის საკითხებს აფხაზ ე.წ. დეპუტატებთან ერთად მიუძღვნა.
"შეხვედრაზე ე.წ. დეპუტატები ასევე გამოვიდნენ ინიციატივით შევიდეს შესწორება იმ ე.წ. კანონში, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს "გამარტივებული წესით შეძლოს აღადგინოს და დაიბრუნოს ისტორიული გვარები და ეროვნული კუთვნილება", _ აღინიშნა თათბირზე და ხაზი გაესვა იმასაც, რომ აუცილებელია "გალის რაიონის მოსახლეობის ინტეგრირება აფხაზურ საზოგადოებაში".