2008 წლიდან დღემდე აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პასპორტი გალის რაიონის 16 ათასმა მცხოვრებმა მიიღო. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრთან ოთარ ხეციასთან გამართულ თათბირზე საპასპორტო სამსახურის ე.წ. უფროსმა ბესლან არშბამ გააკეთა. აღნიშნულ შეხვედრას აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ე.წ. დეპუტატები ესწრებოდნენ.
"2008 წლიდან დღემდე აფხაზეთის რესპუბლიკის პასპორტი გალის რაიონის 16 ათასმა მცხოვრებმა მიიღო", _ განაცხადა ბიგვავამ.
ამას გარდა, აფხაზური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრის მონაწილეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია მიღებულ იქნეს კანონი, რომელიც რეგლამენტირებულად დაადგენს ჯერ ცხოვრების უფლებას, ხოლო ამის შემდგომ კი თავად ე.წ. მოქალაქეობის მიღებას.