"სამხრეთ ოსეთის ხალხის წინაშე მონანიება ქარველ ხალხს "ტაძრისკენ გზას" გაუხსნის", - აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი და საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების ერთადერთ გზად ე.წ. თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას ასახელებს.
"იმედი მაქვს, ქართველი ხალხი პოლიტიკურ სიბრძნეს გამოიჩენს და სააკაშვილსა და მის გარემოცვას შესაბამის "შფასებას" მისცემს, ხოლო სამხრე ოსეთის ხალხის წინაშე მონანიება კი მათ "ტაძრისკენ გზას" გაუხსნის", - აცხადებს ჯიოევი.
ოსურ მედიასთან საუბარში ჯიოევი ასევე აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის მიდგომა აგვისტოს ომის დაწყების საკითხთან მიმართებაში, რომელიც აღიარებს, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში როგორც ტალიავინის დასკვნას, ასევე ქართველი ექსპერტისა პოლიტოლოგის მამუკა არეშიძისა და გენერალ ტრისტან წითელაშვილის გამონათქვამებს. მამუკა არეშიძე, მისი თქმით, აცხადებს, რომ ომი ჯერ კიდებ 5 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო ხოლო გენერალი კი საქართველოს მიერ მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრობს.
"სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების რეალური ფაქტორი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულად სავალდებულო თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება შეიძლება გახდეს მყარი საერთაშორისო გარანტიებით", _ აცხადებს მურტ ჯიოევი.
მასალის გამოყენების პირობები