აფხაზი სეპარატისტები 149 ე.წ. სირიელი თანამემამულის მისაღებად მზად არიან. ეს საკითხი განიხილებოდა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბისა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვედრაზე. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ე.წ. მინისტრმა ანქვაბს აუწყა, რომ "თანამემაულეთა მისაღებად" ყველაფერი მზადაა.
"დარჩა მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შევუთანხმოთ სირიიდან მომავალი ჩვენი თანამემამულეებისათვის ვიზების გაფორმების საკითხი. შესაბამისი ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გავუგზავნეთ", _ განაცხადა ჩირიკბამ შეხვედრაზე.
ამას გარდა, აფხაზური მედიის ინფორმაციით, ჩირიკბამ ასევე აუწყა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს, რომ თურქეთში ფართო გამოხმაურება ჰპოვა აფხაზური საბავშვო ანსამბლის ფესტივალის მონაწილე რიგებიდან გამორიცხვას.