ყაჩაღურ თავდასხმა მოხდა გურიაში. შეიარაღებული პირები სოფელ ძიმითში მოხუც დებს თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღით მმიყენებული ჭრილობებით 68 წლის ლეილა ხარატი ადგილზე გარდაიცვალა.
მძარცველებმა სახის არეში გამჭოლი ჭრილობა მიაყენეს 78 წლის ციალა ხარატსაც, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ოზურგეთის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.