ბოსტონის მართონის საფინიშო ხაზთან მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 134-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიღო, 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
დაღუპულთა შორის ერთი 8 წლის ბავშვია. პოლიციას ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებია დაღუპულთა ვინაობა და დაზარალებულთა რაოდენობა.
პოლიცის ინფორმაციით, აფეთქება, ორმა ძლიერმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.
პასუხისმგებლობა აფეთქებაზე ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებასა და ორგანიზაციას არ აუღია. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციას დაკავებები არ განუხორცილებია.
მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორმა დევალ პატრიკმა მოსახლეობას მოუწოდა არ მიუახლოვდნენ იმ ადგილს სადაც აფეთქება მოხდა.
11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკაში ტერორისტული აქტი განხორცლედა.