"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსეთისათვის თანამშრომლობის მზადყოფნის კონკრეტულ დემონსტრირებას ახდენს, ისეთ საკითხშიც კი როგორიც არის აგვისტო 08.08.08", - აცხადებს აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მირა ცხოვრებოვა.
მისივე თქმით, ოს სეპარატისტებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტს უკან არ დაუხევია თავისი იმ პოზიციისაგან, რომელიც მას 2008 წლის აგვისტოში ეკავა და რომელსაც მისთვის საბედისწერო ხასიათი აქვს, ამიტომაც თქვა მან უარი გამოძიებას თანამშრომლობაზე ამ საკითხთან მიმართებაში.
ამას გარდა, ცხოვრებოვა აცხადებს, რომ ამ გამოძიებას გარკვეული პერსპექტივაც აქვს.
"იმის მიუხედავად, თუ რას ლაპარაკობს სააკაშვილი, ჩვენთვის რა თქმა უნდა საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია და ამ პოზიციას აქვს გარკვეული პერსპექტივა", - აცხადებს ცხოვრებოვა და აღნიშნავს, რომ მალე ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი მიიღებს ე.წ. კანონს, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს სამართლებრივი შეფასება ექნებათ მიცემული.
მისივე თქმით, ამ ე.წ. კანონში საქართველოს მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხი იქნება დაყენებული.
მასალის გამოყენების პირობები