"თანდათანობით ვეჩვევით იმას, რომ საქართველოში ახალი ერა დგება", - აცხადებს "ამერიკის ხმისათვის" მიცემულ ინტერვიუში სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა და აღნიშნავს, რომ "საბედნიეროდ", აფხაზეთს ახლა იმის საშუალება აქვს, რომ საქართველოში მიმდინარე ცვლილებებს "უსაფრთხო მანძილიდან" ადევნონ თვალი.
"ეს მეტი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი არ არის. საქართველო - სხვა ქვეყანაა", _ აცხადებს ვიჩესლავ ჩირიკბა.
მისივე თქმით, აფხაზეთ აპირებს სასაზღვრო პუნქტების რაოდენობის გაზრდას, იმ მხრიდან საინდანაც საქართველოს ესაზღვრება.
"ახლა მხოლოდ ერთი ამგვარი პუნქტია, თუმცა წლის ბოლომდე მათი რაოდენობა ხუთამდე გაიზრდება", _ აცხადებს ჩირიკბა.
ამავე დროს ამ სტატიაში "ამერიკის ხმის" კორესპოდენტი აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსების შეფასებით, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ რუსეთის ფინანსური დახმარება აფხაზეთისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც მას აიძულებს ეკონომიკური კავშირებით დაამყაროს საქართველოსთან.
"ჩვენ ძალიან მგრძნობიარედ აღვიქვამთ, საქართველოდან მომდინარე ნებისმიერ პოზიტიურ სიგნალს. ყველაფერი რაც მშვიდობიანად ჟღერს აქ კარგად აღიქმება. ჩვენ არ გვსურს, რომ საქართველოს მუდმივ მტრებად დავრჩეთ", _ აცხადებს ე.წ. მინისტრი.