გორის რაიონის სოფელ შინდისის მოსახლეობა სოფლის სარეზერვო მიწების გაყიდვის ფაქტს აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით, 160 ჰექტარი მიწის ნაკვეთი პირველად, წელიწადნახევრის წინ გაიყიდა და შემდეგ, დანაწევრებული ფართობები ისევ შინდისელმა მეწარმეებმა გამოისყოდეს.
მათი თქმით, მესამედ გასხვისება უკვე არაბ ინვესტორებზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთია გაყიდული. როგორც ადგილობრივი მეწარმე ზაქრო მაზმიშვილი აცხადებს, იძულებული გახდა, რომ წელიწადნახევრის წინ ნაყიდი 5 ჰექრატი მიწის ნაკვეთი გაეყიდა.
მისი თქმით, ის მოსავალი, რაც აღნიშნულ მიწაზე მოვიდა ვერ გაყიდა და ბანკისგან აღებული სესხი ვერ დაფარა.
"სახლი მაქვს ჩადებულილ. ან სახლი უნდა გამეყიდა ან ის 5 ჰექტარი. ვარჩიე ის 5 ჰექტარი გამეყიდა", - განაცხადა მაზმიშვილმა.
მოსახლეობა მოითხოვს სარეზერვო ნაკვეთი სოფლის საკუთრებაში დაბრუნდეს. მათ პრობლემის მოგვარებას დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაპირდა.