ამერიკელმა ქიმიკოსებმა ყავის მწვანე მარცვლებში აღმოაჩინეს ჰალოგენის მჟავის ზოგიერთი ნივთიერება, რომელთაც შეუძლიათ დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა სისხლში გარკვეული ხარისხით შეამცირონ გლუკოზა და შაქრის სახეობა. ახალი ცნობები წარმოდგენილ იქნა ახალ ორლეანში გამართული ამერიკული ქიმიური საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე.
"ყველა ექიმის დიდი ხნის ოცნებაა შეიქმნას აბები,რომელიც შეძლებდა ერთდროულად სისხლში შაქრის დონის დაბალანსებას და დაეხმარებოდა დიაბეტით დაავადებულებს ჭარბი წონის დაგდებაში. ჩვენი კვლევები სხვა მეცნიერთა კვლევებთან ერთად აჩვენებს, რომ ჩვენ მაინც შევძლებთ ამ ოცნების ასრულებას. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ყავის მწვანე მარცვლის ექსტრაქტი ამცირებს II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს", - აცხადებს ჯო ვინსონი სკრეტონის (აშშ) უნივერსიტეტიდან.
როგორც აღმოჩნდა, სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია მცირდება ჰლოროგენის მჟავის გავლენით, რომელიც ძალიან ხშირად ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. თავად სასმელში ამ მჟავის რაოდენობა უმნიშვნელოა, რადგან ყავის მარცვლის მოხალვისას მისი მოლეკულის დიდი ნაწილი იშლება.
ვინსონმა და მისმა კოლეგებმა მაშინ ივარაუდეს, რომ ყავის მწვანე მარცვლის ექსრაქტი დიაბეტით დაავადებულთა ორგანიზმზე გაცილებით ძლიერ იმოქმედებს.
ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, მეცნიერებმა შეკრიბეს მოხალისე-დიაბეტიანთა ჯგუფი, რომლებიც ყოველდღიურად ღებულობდნენ აბებს ყავის ექსტრაქტით. ქიმიკოსთა თეორია დადასტურდა - ექსპერიმენტში მონაწილეები ექსპერიმენტის მიმდინარეობის 22 კვირის განმავლობაში საშუალოდ 10%-ით გახდნენ, ხოლო სისხლში გლუკოზის შემცველობა 22-30% -ით შემცირდა.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ პრეპარატები, რომელიც ჰალოგენის მჟავის საფუძველზე შეიქმნება უახლოეს მომავალში შეძლებს მთელ მსოფლიოში ყველა დიაბეტით დაავადებულთა ცხოვრების შემსუბუქებას.
მასალის გამოყენების პირობები