ჩინელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კვერცხის ცილა სხვა მედიკამენტეზე არანაკლებ აფერხებს ჰიპერტონიის განვითარებას და დაბლა წევს წნევას. ცზიულინგის უნივერსიტეტის დოქტორმა ჟიპენგ იუმ საკუთარი მეცნიერული ნაშრომის შედეგები ამერიკული ქიმიური საზოგადოების 245-ე კონფერენციაზე წარმოადგინა.
"ჩვენ ლაბორატორიულ პირობებში შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ განსაკუთრებულ პეპტიდს, რომელიც ცილის შემადგენლობაში შედის და საამშენებლო მასალას წარმოადგენს, უნარი აქვს დაბლა დასწიოს არტერიული წნევა თითქმის ისევე, როგორც კაპტოპრილის მიღების დროს (პრეპარატი მაღალი წნევის დასაწევად)", - განაცხადა მეცნიერმა
კვლევა ითვალისწინებდა სპეციალისტების მიერ ლაბორატორიაში 93 გრადუს ცელსიუსამდე გამთბარი პეპტიდის( სახელწოდებით RVPSL ) მოქმედების შესწავლას, ტემპერატურა იმაზე ნაკლებია ვიდრე ეს კვერცხის მოსახარშადაა საჭირო.
თუმცა ექპერიმენტმა აჩვენა, რომ ცილა სასარგებლო თვისებებს გათბობის შემდეგაც ინარჩუნებს.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ კვერცხის ცილის პეპტიდი თავად კვერცხში ან როგორც ცალკე დანამატი საკვებში ადვილი შესაძლებელია გახდეს ჰიპერტონიის ტრადიციული მკურნალობის სახის სასარგებლო და ეფექტური დანამატი.
უფრო ადრეულ კვლევებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ჩახუტების თერაპიული ეფექტი. კვლევების შედეგების მიხედვით, ჩახუტების 10 წამს შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა ადამიანებში, რომლებიც ჰიპერტონიით იტანჯებიან, ამასთან მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა წარმოქმნის რისკი, ასევე ხსნის სტრეს და ხელს უშლის დეპრესიის განვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები