ქუთაისის საკრებულომ 14 ხმით 5-ის წინააღმდეგ ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგაძე თანამდებობიდან გადააყენა. მერის იმპიჩმენტის საკითხი სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ დააყენა.
სხდომა ხმაურით და პროტესტის ნიშნად გაჟღერებული საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე მიმდინარეობდა. მიღებული გადაწყვეტილების გამო „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საკრებულოს იმ დეპუტატებს, რომლებმაც პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს და მხარი „ქართულ ოცნებას" დაუჭირეს.
დღესვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ქალაქის მერის ვაკანტურ პოსტზე კონკურსს გამოაცხადებს. მერის მოვალეობას დროებით ვიცე-მერი შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ ბრეგაძე მერის პოსტს გასული წლის 8 ოქტომბრიდან იკავებდა.
მასალის გამოყენების პირობები