ვანკუვერიში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, უისტლერის ტრასაზე ბობსლეის შეჯიბრის დროს კიდევ სამი ეკიპაჟი გადაბრუნდა. ამის შესახებ "ევროსპორტი" იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ ბრიტანულმა და ლიხტენშტაინურმა ეკიპაჟებმა მართვა ფინიშამდე დაკარგეს, ხოლო ავსტრალიის წარმომადგენლები დისტანციის გავლის შემდეგ გადაბრუნდნენ. ბრიტანელი სპორტსმენი, დენ მოუნი ციგიდან ამოვრდა, თუმცა სერიოზული ტრავმა არ მიუღია.
"ყველაფერი ხდება, ეს ბობსლეია და არა ბალეტი", - განაცხადა დაზარალებულმა ათლეტმა.
არცერთ დაზარალებულ დელეგაციას ტრასის მისამართით პრეტენზია არ გამოუთქვმას და ინციდენტი მხოლოდდამხოლოდ საკუთარ შეცდომას დააბრალეს.
შეგახსენებთ, რომ უისტლერის საციგაო ტრასაზე 12 თებერვალს, ქართველი სპორტსმენი, ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა.