აფხაზეთში ცხინვალის რეგიონიდან ჩასული რუსული დელეგაცია, რომელსაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ხელმძღვანელობს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, რაშიდ ნურგალიევმა გალის რაიონი მოინახულა, სადაც მისი თქმით, აპრილის ბოლოს საზღვარზე ორი გამშვები პუნქტი დაიწყებს მუშაობას.
"გალიდან ახლა დავბრუნდი. ორი ახალი გამშვები პუნქტი პრაქტიკულად მზადაა. დავათვალიერე საინჟინრო ნაგებობები და მისასვლელი გზები", _ განაცხადა ნურგალიევმა შეხვედრაზე.
ამას გარდა, ნურგალიევმა კოდორის ხეობამდე მიმავალ საგზაო ინფრასტრუქტურაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აუცილებელია მისი შესაბამის მდგომარეობაში მიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები