რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო ცხინვალის რეგიონის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს მეორე რეგიონში აფხაზეთში ჩავიდა. აფხაზური მედია ონიშჩენკოს აფხაზეთში ყოფნის შესახებ მწირ ინფორმაციას ავრცელებს.მათი ინფორმაციით, მისი ვიზიტი სამუშაო ხასიათის იყო.
"გენადი ონიშჩენკომ მზის ელექტროსადგურის ლაბორატორიულ კორპუსი მოინახულა, რომლის მშენებლობა აფხაზეთის სოციალ ეკონომიკური გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი ასევე შეხვდა ადგილობრივ ეპიდემიოლოგებს. მოინახულა საზოგადოება "აფხაზეთის ღვინოები და წყლები" და ღვინის წარმოების პროცესს გაეცნო", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები