ბრიტანეთის მთავრობის ყოფილი მრჩეველის სიტყვებით "აბსურდული"კანონები, რომელიც სოკოს, ექსტაზს და მარიხუანას ეხება, ხელს უშლის სამეცნიერო კვლევებს.
პროფესორი დევიდ ნატი აცხადებს, რომ საჭიროა მოხდეს კვლევების სამედიცინო დაფინასება, რომელიც ეხება სოკოს შემადგენლობაში ნაპოვნი პსილოციბინის მოხმარებას, რათა იგი გამოიყენონ დეპრესიის სამკურნალოდ. მაგრამ, მისი თქმით, "შეშლილი" წესები ხელს უშლის მოიპოვოს ნარკოტიკი.
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კანონები გახდა ბარიერი კვლევებისთვის ".
პირველად არ არის როცა მეცნიერება წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების პოლიტიკასთან. ბრიტანეთში პსილოციბინი უკანონოდაა აღიარებული და განეკუთვნება ნარკოტიკების კლასს.
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პსილოციბინის ინექციამ შეძლო დაემშვიდებია თავის ტვინის ის მონაკვეთი, რომელიც დეპრესიის დროს ჰიპერაქტიურია. ამჟამად, მეცნიერთა ჯგუფი ცდილობს ჩაატაროს კლინიკური კვლევები რათა შეამოწმოს პსილოციბინი მკურნალობის რეალურ პროცესში.