რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის ბაზარზე ეპატიჟება. განცხადება ამის შესახებ ონიშჩენკომ ცხინვალში გამართულ თათბირზე გააკეთა. თათბირს რუსული დელეგაციის წევრები, მათ შორის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი და ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ესწრებოდნენ.
"ამისათვის ყველა ქვეყანა იბრძვის და სამხრეთ ოსეთმაც ამაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ და მივესალმებით სამხრეთ ოსეთის მხრიდან ნებისმიერ მცდელობას რუსეთის ბაზარზე გამოვიდეს", _ განაცხადა გენადი ონიშჩენკომ ცხინვალში.
მასალის გამოყენების პირობები