აფხაზეთში არსებული რუსულ საოკუპაციო არმიის ბაზაზე ახალ უნივერსალურ კომპიუტერულ ტრენაჟორს ელიან, რომელსაც სარაკეტო კომპლექსების "იგლას" მსროლელი მეზენიტეები სავარჯოშოდ გამოყენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს სავარჯოშო დაბადგარი აღჭურვილია უახლესი მეთოდოლოგიით. მას აქვს საგარეო დიაპაზონის ფართო ვიზუალური და ხმოვანი ფუქნციები, მიზნების ტიპები, რომლებიც წელიწადის სხვა და სხვა დროზეა გათვლილი.
ამჟამად ბაზაზე უკვე აქვთ ტრენაჟორები, რომელზეც ტანკ "ტ90"-ის სპეციალისტები და სარაკეტო კომპლექსის "შტურმ-ს"-ის სპეციალისტები იწვრთნებიან.