უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ვიქტორ იანუკოვიჩს პრეზიდენტის პოსტზე ლეგიტიმურად არჩევა ტელეფონით მიულოცა. განცხადება ამის შესახებ იუშჩენკოს პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა.
ამას გარდა, ვიქტორ იუშჩენკომ ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტს ვიქტორ იუშჩენკომ ხელი დღეს, 20 თებერვალს მოაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა განთავსებული.