ცხინვალში მყოფმა რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ "მოძმე სამხრეთ ოსეთი" საქართველოდან მომავალი ბიოლოგიური საფრთხის შესახებ გააფრთხილა. განცხადება ამის შესახებ ონიშჩენკომ ცხინვალში გამართულ თათბირზე გააკეთა.
თათბირს რუსული დელეგაციის წევრები, მათ შორის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი და ოს სეპარატსტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ესწრებოდნენ.
"ბიოლოგიური უსაფრთხოება შესაბამისი სამსახურების მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. იმუნოპროფილაქტიკა - სახელმწიფოს ბიოლოგიური უსართხოების ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
ეს საკითხი ჩვენ კიდევ იმიტომაც გვაღელვებს, რომ მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ორი თანამედროვე ლაბორატორია შექმნა, სადაც სამხედრო მიკრობიოლოგები მუშაობენ.
ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ისინი საქართველოს ჯანდაცვას ემსახურებიან, ისინი სხვა საქმეებით არიან დაკავებულნი და ჩვენ ვიცით რითიც", _ განაცხადა ონიშჩენკომ.