ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის სპეციალიზირებული საბაჟო ორგანოს გახსნას გეგმავენ. აღნიშნული სპეციალიზირებელი ორგანო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოძრავი ტვირთების გაფორმების საკითხებით იქნება დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ოსური მედიის ინფორმაციით, შესაძლოა ასეთი სპეციალიზირებელი ორგანო "ნიჟნი ზარამაგის" ე.წ. გამშვებ პუნქტზე გაიხსნას. თანამშრომლობის შესაბამის ოქმს რუსულმა და ე.წ. სამხრეთ ოსურმა უწყებებმა ხელი უკვე მოაწერეს.
მასალის გამოყენების პირობები