წუხელ 03:00 საათზე, ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ადვოკატ ლედი ტუკვაძის ავტომანქანა ააფეთქეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფეთქების ადგილის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ განუცხადა, 03:00 საათისთვის აფეთქების ხმა გაისმა.
"03:00 საათისთვის აფეთქების ხმა გაისმა. როგორც გაირკვა ლედი ტუკვაძის ავტიომანქანა ააფეთქეს. აფეთქების დროს ავტომანქანაში არავინ იმყოფებოდა", _ განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" აფეთქების ადგილას.
"BMW" მარკის ავტომანქანა მთლიანად განადგურებულია.
თავად დაზარალებულის განმარტებით აფეთქება მისი დაშინების მცდელობაა, რომლის მიზანიც ადვოკატის გახმაურებული საქმეებიდან ჩამოშორებაა.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მიმდინარეობს გამოძიება.