ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამუშაო ვიზიტით რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი და "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"რუსულ დელეგაციაში ასევე არიან რუსეთის იუსტიციის სამინისტროს, ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის, ფედერალური საბაჟო სამსახურისა და აღმასრულებელი ორგანოების სხვა წარმომადგენლები", _ იუწყება ოსური მხარე და აღნიშნავს, რომ ვიზიტის მიზანი ე.წ. ოს კოლეგებთან და სხვა და სხვა "სამინისტროების" წარმომადგენლებთან შეხვედრაა.
მასალის გამოყენების პირობები