რუსული კომპანია "მეგაფონი", ცხინვალის რეგიონში ინტერნეტის ქსელის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს რამდენიმე ახალ სადგურს დაამონტაჟებს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ოსური მედიის ინფორმაციით, ახალი სადგურები ზნაურისა და ძაურის რაიონებში დამონტაჟდება. ოსური მედია ასევე იუწყება, რომ ამ კომპანიის პრიორიტეტებში შედის საბაზისო სადგურების რაოდენობის გაზრდა და ინტერნეტ კავშირის გაუმჯობესება "რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე".
"სამხრეთ ოსეთში იგეგმება ხუთი "3G" სადგურისა და ხუთი "LTE" სადგურის დამონტაჟება. კომპანია "მეგაფონ-სამხრეთ ოსეთი" საერთო რუსული ოპერატორის შვილობილი კომპანიაა", _ იუწყება ოსური მედია.